ივანიშვილმა მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას – შალვა შავგულიძე მის წინააღმდეგ წარმოებულ შავ PR-ზე საუბრობს

ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ  ხმა მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე მისცა.

შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი შეძლებს სამართალსა და უსამართლობას შორის არჩევნების გაკეთებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობას და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის,“ – განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძე ასევე ეხმაურება, მის წინააღმდეგ დაწყებულ შავ PR კამპანიას და ამბობს, რომ ივანიშვილმა მისი დისკრედიტაცია წაახალისა სანდრო გირგვლიანის საქმის გახსენებით. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული იყო მოსამართლე, ლევან მურუსიძე.

„მგონი, ეს შავი კამპანია, ცილისმწამებლური იმავდროულად, ამან არ იმუშავა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ, მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას და შემდეგ ამ კამპანიაში ჩაერთო ფრაქციის თავმჯდომარე და რაც ყველაზე მეტად აღსაშფოთებელია, ამ კამპანიაში ჩართეს უვადოდ გამწესებული მოსამართლე. ანუ ქართული ხელისუფლება არად დაგიდებს როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, რომ სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ დებატებში და პოლიტიკურ კამპანიებში დაუშვებელია, უბრალოდ, მას უნდა რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველაფრის ფასად, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად,“ – განაცხადა შავგულიძემ.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი