ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც იცოდნენ, ბრძანება ივანიშვილმა გასცა – მუხთარლი გატაცებაზე

ივანიშვილი-კვირიკაშვილი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში მისვლამდე, მან განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ მისი გატაცების ორგანიზებისთვის ქართველ მაღალჩინოსნებს აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე მილიონი გადაუხადა. ეს პირები ახლაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მუხთარლის თქმითვე, მისი გატაცების შესახებ წინასწარ იცოდა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გატაცების ბრძანება კი ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

“დღეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მივდივარ, უდნა მოვყვე დეტალები, რომელიც ჩემს გატაცებამდე და მის შემდეგ მოხდა. ასევე მივაწოდებ ინფორმაციას იმ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შესახებ, ვინც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა, ცნობილია იმ აზერბაიჯანელების ვინაობაც ვინც ეს შეუკვეთა. საქართველოს მხრიდან კი ეს დაკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სასაზღვრო დეპარტამენტმა შეასრულეს. ჩემს გატაცებაში დაახლოებით 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. საქმის გამოძიების განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ მთავრობის წევრებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმაც იცოდნენ. ჩემი გატაცების ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა. აზერბაიჯანის დაზვერვამ ჩემი გატაცების დასაგეგმად 11 მილიონზე მეტი დახარჯა, ხოლო 3 მილიონი პირადად ვიღაცას გადაუხადეს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მომაწოდა”, – ამბობს მუხთარლი.

დაწერე კომენტარი