ივანიშვილი წელს 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა – Bloomberg-ი

ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 352-ე ადგილზეა.

პირველ იანვრის მონაცემებით კი, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდი დოლარი იყო.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

Bloomberg ბოლო ექვს წელიწადში, ივანიშვილის ქონებას ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა. მათი ინფორმაციით, ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს კი ივანიშვილის ქონებამ 2018 წლის მიწურულს მიაღწია და 4.94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი