“ივანიშვილი ღიად უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და “მემკვიდრეები” უნდა გააჩეროს” – გოგაშვილი

ივანიშვილი კობახიძე

კოლექტიური ფსიქოზი – ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ სიტიუაციას უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი და “ტვ პირველის” ეთერში ამბობს:

“კრიზისის განმუხტვა ერთ ადამიანს შეუძლია, ისევ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად, ბატონ ბიძინას ვგულისხმობ, ის მემკვიდრეები, რომლებიც დატოვა და რომლებიც ვერ ართმევენ თავს პოლიტიკურ პროცესს, ალბათ, უნდა გააჩეროს და ხელი შეუწყოს მმართველობის შემდგომ, კოალიციურ ეპატზე გადასვლას. იქნებ, ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება და არ მივცეთ სხვას ჩაერიოს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ყველა მემკვიდრეა ვინც არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში. ივანიშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, მე მას კარგად ვიცნობ, ამიტომ რომ არ დაუკარგონ ამ ადამიანებმა ის, რაც კარგი გააკეთა, ჯობია, რომ ისინი (მემკვიდრეები) შეაჩეროს.”

რეკლამა

დაწერე კომენტარი