“ივანიშვილი მიხვდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თამაში ცეცხლთან თამაშია”-საყვარელიძე

“ივანიშვილი მიხვდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თამაში ცეცხლთან თამაშია და მისი პოლიტიკური სვლა – საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო ბარიერს ვგულისხმობ, სწორედ ამის დასტურია. პირველ რიგში ივანიშვილი მიხვდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს – “მე თუ არ ამირჩევთ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება” – ეს აღარ იმუშავებს და ვაითუ მართლა მობრუნდნენ! ამიტომაც მე მგონია, რომ პროპორციული სისტემის ამოქმედება სწორედ ამის დასტურია, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკური სვლები ამით არ ამოიწურება. არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი სვლა უკვე მისი პარტიის მიმართ იყოს განხორციელებული… ფაქტია, რომ ივანიშვილი კეთილსაიმედო პარტნიორებს ეძებს. კი გვითხრა, რომ “ქართული ოცნება” ეცდება უმრავლესობაში მოვიდეს ანუ მთავრობა მან დააკომპლექტოს, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია. ამიტომ ივანიშვილს მოუწევს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება. კოალიციაში კი მას ის ხალხი უნდა, რომლებსაც ენდობა.

 დღეს ყველაზე მეტად სწორედ “ქართული ოცნების” ინტერესშია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. დღეს ყველაზე მეტად ივანიშვილს უნდა აწყობდეს, რომ ქუჩა არ იყოს პოლიტიკური ტრიბუნა, თორემ ქუჩას რა მოჰყვება და ქუჩიდან განვითარებული მოვლენები როგორ შეიძლება დასრულდეს, ეს არაერთხელ გვინახავს”, – აღნიშნავს გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი