“ივანიშვილი მადანაშაულებს, რომ ქალები მომწონს ზედმეტად… ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ერთი ერთში ჰგავს ივანიშვილი ასლანს, ოღონდ ერთი განსხვავებით 2003 წელს საკრებულოს წინ ასლანის ხალხი მიმართავდა მიტინგს “ძირს ცისფრები ! “
ახლა ივანიშვილი მადანაშაულებს, რომ ქალები მომწონს ზედმეტად, თან ამ უბადრუკი ვიდეო-კლიპში რატომღაც ჩართული ყავს ვერა ქობალია.
მესმის რო დაკომპლექსებულ ქონდრის კაცს ივანიშვილს,
რომელმაც წულუკიანზე მეტი ვერ გაქაჩა, შეიძლება თვალში არ მოსდიოდეს ვერა ქობალია, მაგრამ
მინდა ყველას შევახსენო, ვერა იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი.
არა ბიჭო! ციდან ჩამოვარდა რვა მილიონი ტურისტი, ქუთაისის აეროპორტი, ვიზეარი და უამრავი სხვა რამე.
რა ვიდეოებიც არ უნდა აკეთოს ივანიშვილმა ყველაფერი ნათელია, საქართველოს ხალხი გამოერკვა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა
ითხოვს ჩემს დაბრუნებას საქართველოში ყველანაირი გამოკითხვით და ითხოვს ივანიშვილის განდევნას და ამას უკვე წყალი აღარ გაუვა.

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
დაწერე კომენტარი