“ივანიშვილი თავად იყრის კენჭს თუ დარწმუნდება, რომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების შანსები არ აქვს”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე და კანდიდატებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, დავით სერგეენკომ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მისი პროგრამის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთო. ეს როგორ შეიძლება გავიგოთ?
– ყველა განცხადება დროის გაჭიმვას ემსახურება. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კანდიდატის პროგრამის გამო რომელიმე პოტენციურ დონორს მხარდაჭერაზე უარი ეთქვას.
სერგეენკოს ეს განცხადება თავაზიანი რემარკაა. გადაწყვეტილება არ არის მიღებული “ქართული ოცნების” გუნდში და თან ერთნაირი პოზიციები არ აქვთ ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი თვე დარჩა და ამ ერთი თვის მანძილზე “ქართული ოცნება” ინტენსიურად ჩაატარებს შიდა კვლევებს. ეს კვლევები არ იქნება საჯარო და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს.
– გამოკითხვის მიზანი რა იქნება?
– თუ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს ფინანსური რესურსითაც, ადმინისტრაციული რესურსის მხარდაჭერითაც. თუ გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი გლობალური მხარდაჭერითაც გამარჯვების შანსი არ აქვს, მაშინ მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება.
– რომ ივანიშვილი ჩაერთოს არჩევნებში?
– დიახ, სხვა შანსი უბრალოდ “ქართულ ოცნებას” არ აქვს. თუმცა, თუ გაირკვა ამ კვლევებით, რომ რაღაც შანსი მაინც აქვს ზურაბიშვილს, მაშინ ივანიშვილი ამაზე არ წავა.
– თუნდაც მეორე ტური გახდეს საჭირო?
– დიახ, მეორე ტური დემოკრატიულობის მაღალი მაჩვენებელია, გვეტყვიან და ასეც არის და მეორე ტურში გაიმარჯვებს ის, ვისაც ხელისუფლების მხარდაჭერა ექნება, მაგრამ მაშინ სრული მობილიზება დასჭირდებათ. თუმცა, მე არ ველოდები საქართველოს ისტორიაში ჯერ არნახულ არჩევნებს, როგორც იტყვიან, გასაოცარი დემოკრატიის არჩევნებს.
– “ქართული ოცნება” რამდენად დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის ან “ევროპული საქართველოს” გამარჯვებას?
– არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ეს გამორიცხულია. ამიტომ იქნება იძულებული ივანიშვილი, რომ თავად ჩაერთოს არჩევნებში, მაგრამ ეს უკვე იქნება სერიოზული ნიშანი.
ნებისმიერ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი კარგი ცხოვრების კანდიდატი არ არის. ეს ნიშნავს მწვავე საკადრო დეფიციტს სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად. გასაგებია, რომ რეალურად არსებობენ ის პიროვნებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა იმ ინტერვიუში ჩამოთვალა, მაგალითად, სოზარ სუბარი, ზურაბ აბაშიძე, დავით სერგეენკო და სხვები, მაგრამ “ქართულ ოცნებას”, უფრო ზუსტად კი ივანიშვილს სერგეენკო გაცილებით აწყობს, როგორც მინისტრი, თავისი მაღალი რეპუტაციით, ვიდრე როგორც პრეზიდენტი.
– იქნებ ივანიშვილი ამ ადამიანებიდან დისტანცირებას ახდენს? ამას გამორიცხავთ?
– არა, არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილს უნდა სალომე ზურაბიშვილი გამოსცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც შეხვდებოდა. როდესაც ივანიშვილმა ვერ დაიყოლია ინტელიგენციიდან მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატები, მაგალითად, ლადო ჭანტურია, დათო მაღრაძე, მან არჩევანი ზურაბიშვილზე შეაჩერა.
– დავით უსუფაშვილზე არ ფიქრობდა?
– არა, “ოცნების” საპარლამენტო გუნდისთვის უსუფაშვილი აბსოლუტურად მიუღებელია. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ უსუფაშვილის შეთავაზება მარგველაშვილისადმი, ეს შეიძლება დღეს თავად უსუფაშვილს და მარგველაშვილს აღარ ახსოვთ, მაგრამ კარგად ახსოვთ “ოცნებაში” და, რაც მთავარია, ახსოვს ივანიშვილს. 20 წლის შემდეგ არჩევნებზეც კი გაახსენებს უსუფაშვილს მარგველაშვილთან ამ არშემდგარ ფლირტს.

შავი ჩაი ასკილით

 ნათია ხურცილავა, ახალი თაობა    

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი