საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ე.წ. ურჩი დეპუტატების გარეშე – შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გადამწყვეტი შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს.

შავი ჩაი ასკილით

ე.წ. ურჩი დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში, უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა “ქართული ოცნების” ოფისში არ დაპატიჟეს.

მათ შორის არც გედევან ფოფხაძე, რომლის დემარშმაც, საპარლამენტო გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. შეხვედრაზე მიდის პრემიერი კვირიკაშვილიც- კონსულტაციების შემდეგ, პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, დეპუტატები ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ასაჯაროებენ, თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ.

ე.წ. ურჩი დეპუტატები სხდომის მათ გარეშე გამართვას უსამართლოდ თვლიან, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე, მხოლოდ სპიკერატი, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები არიან მიწვეული. გაფართოებული შეხვედრა კი მოგვიანებით გაიმართება.

„ვიკრიბებით, რომ განვიხილოთ პარტიის წინაშე არსებული ამოცანები, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები და  დავიწყოთ მზადება ყრილობისთვის. “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარეების,  სპიკერატი და რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე.

“უმრავლესობის დიდ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინები შექმნილი, რომ თითქოს მხოლოდ ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც პარტიის შიგნით არსებობს – ეს ასე არ არის. ამ საკითხებზე შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს,  არაერთი შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის სხდომა ყველა დეპუტატის მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შედგება“-განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფრაქცია ”ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი კი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება არ არსებობს და მხოლოდ რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი.

„ეს არის უმრავლესობის ხელმძღვანელების შეხვედრა. ცალკე იქნება გაფართოებული შეხვედრა. ქართველებს ახლა იუმორის გრძნობა გვაქვს. პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა. არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა და ჩემი აზრით, შესაძლებელია მექანიზმების ჩამოყალიბება, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება,“- ამბობს ოქრიაშვილი.

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი