“ივანიშვილი ბრძნულ ნაბიჯებს დგამს, დააქუცმაცა ოპოზიცია… ალბათ პირდაპირ ორმოცს გადავუხდით ამ ოპოზიციას” – გივი სიხარულიძე

“კორონავირსუსის გამო ქელეხები აიკრძალა და ალბათ პირდაპირ ორმოცს გადავუხდით ამ ოპოზიციას, გახარია თუ ჩაერია, მეგრულად დატირება არ ასცდებათ.

“ამ არჩევნებს ოპოზიცია ვერიანიარად ვერ მოიგებს, ოპოზიცია განწირულია. არჩევნებს მილიონი პროცენტით მოიგებს ბიძინა ივანიშვილი” – ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პოზიციისა და ოპოზიცის შანსებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

არჩევნებამდე 40 დღე რჩება, სიტუაცია ოპოზიციაში კი კვლავ დაძაბულია; ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ ერთიან პარტიულ სიაზე, უთანხმოებაა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის პრემირ-მინისტრი კანდიდატთან დაკავშირებით. “ლელო- საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი გიორგი გახარიას.

“არანაირი დებატები ოპოზიციას აღარ უშველის. ბიძინა ივანიშვილი დებატებში არავისთან არ დაჯდება. ჩემს თვალში ბიძინა ივანიშვილი არის ჭკვიანი კაცი, რომელიც პოლიტიკაში უფრო დაბრძენდა, ბრძნულ ნაბიჯებს დგამს, მოქმედებს პრინციპით “დაშალე და იბატონე”, დააქუცმაცა ოპოზიცია. იმის მაგივრად რომ ოპოზიციას ერთი პირი შეეკრა, მოსისხლე მტრები გახდნენ. აბა ერთმანეთზე მაგინებული ოპოზიცია როგორ გაიმარჯვებს, მითხარით?

ოპოზიცია უკვე განწირულია, ამ კორონავირუსის გამო ქელეხები აკრძალულია და ალბათ პირადიპირ ორმოცს გადავუხდით, თუ გახარია ჩაერია მეგრულად დატირება არ ასცდებათ. არჩევნებს მოიგებს “ოცნება”.

“ოცნება” მოიგებს იმიტომ, რომ მოიგებს ბიძინა ივანიშვილი მილიონი პროცენტით. ხალხიც ხმას ბიძინას მისცემს, რადგან უფრო ბიძინასი სჯერათ. ხალხს მობეზრდა ეს კომედია. კომედია რომ იყოს, რა უჭირს, იცინებდნენ, მაგრამ ტრაგიკომედიაში გადავიდა.”- განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

დაწერე კომენტარი