ივანიშვილი არის ავად, იყო ურეკში და ვერ ჩავიდა თბილისში პოროშჩენკოსთან შესახვედრად – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

“მე ვანხე, რომ თბილისში ვიღაცებს გაუხარდათ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ტყუილად გიხარიათ – ახლა იწყება თავდავიწყება .ყველაფერი არის წინ. მოიმარაგეთ პოპკორნი და შეხედეთ. ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ თქვენთვის და სასიამოვნო უკრაინისთვის და საქართველოსთვის” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2” -ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ეთერში.

” პოროშჩენკოს უნდოდა ივანიშვილთან შეხვედრა თბილისში. ის აპირებდა მხოლოდ თბილისში ჩასვლას და მეტი არსად წასვლა არ ჰქონდა დაგეგმილი. ივანიშვილი არის ავად და იყო ურეკში, ვერ ჩამოდიოდა თბილისში.

ამიტომ, შემდეგ მოიგონეს ბათუმის ბიზნეს ფორუმი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, ბიზნეს ფორუმი თბილისში უკვე ჩატარდა. ეს იყო დადგმული ბიზნეს ფორუმის მინი ვერსია. ეს იყო ერთადერთი მიზნით, რომ პოროშჩენკოს ბათუმში ჩასვლის საბაბით შეევლო ურეკში ივანიშვილთან, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ ესაუბრა.

პოროშენკოს ერჩივნა, რომ მე დავეპატიმტებინე კიევში და ჩამოვეყვანე თბილისში, მაგრამ ივანიშვილს ეს არ უნდა. ივანიშვილს საშინლად ეშინია ჩემი საქართველოში ჩაყვანის, მარტივი და ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო – მათი პოპულარობა არის ძალიან დაბლა. ივანიშვილსთვის პრობლემაა ჩემი საქართველოში ნებისმიერი სახით დეპორტირება. მოვა დრო და ამ პრობლემასაც შევუქმნით, მაგრამ სხვა სახით და სხვა ფორმით” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი