ივანიშვილის ფინალური სერია და დიდი გადანაცვლებები – გახარიას ბიძინა ივანიშვილი შეცვლის, წულუკიანს კახა კახიშვილი, ზალკალიანს მამუკა ბახტაძე, ციხელაშვილს კი დავით ბაქრაძე

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუნდება ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. იგი სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის პოსტს დაიკავებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის პოსტზე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაინიშნება. ამერიკაში დიპლომატიურ საქმიანობას კი დავით ზალკალიანი განაგრძობს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პოსტის გარეშე დარჩება “ოცნების” ყველაზე ძველი მინისტრი, თეა წულუკიანი. მთავრობაში მის ადგილს კახი კახიშვილი დაიკავებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის მეორედ მოსვლა რეალურია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ივანიშვილს მეტი აღარ ვდარჩენია და იმისათვის, რომ 2020-ის არჩევნები მოიგოს სწორედ ამგვარ ზომებს მიმართავს, თავად დაბრუნდება პრემიერ მინისტრად და ეცდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. 
რაც შეეხება სამტავრობო გადანაცვლებებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი ატრიალებს კადრებს, რადგან საკადრო კრიზისია . მეორეს მხრივ ივანიშვილი არავის ენდობა და სწორედ ამიტომ იეს ყველაფერი შიშითაა გამოწვეული. 


“ივანიშვილს აქვს სწორი შეგრძნება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ცდილობს ტყავის გადარჩენას. ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ, არცერთი ნორმალური პოლიტიკური ფიგურა არ ეკარება “ოცნებას” და პირადი სტომატოლოგის დონეზე დავიდა” – აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მურთაზ ზოდელავა.


“ევროპული საქათველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი
“მასობრივი დაბრუნებები, რომლებიც დაიწყო ღარიბაშილიდან, გაგრძელდა განათლების მინისტრით და ახლა უკვე მასზეა საუბარი, აჩვენებს ორ რაღაცას: ერთი, როგორ ღრმა კრიზისში არიან და როგორ არიან რეალობას აცდენილი, მეორე, როგორი ღრმა საკადრო კრიზია, იმიტომ რომ არავის ენდობა ივანიშვილი და მეორე მხრივ არავინ თანხმდება უკვე ჩაძირულ ხომალდზე დაჯდეს. ცვლილებები სიტუაციას ვერ შეცვლის. თუ დაბრუნდება თავად აიღებს პასუხისმგებლობას ივანიშვილი და თუ არ დაბრუნდება ეს აჩვენებს, იმას თუ როგორ სწრაფად იძირება მისი ხომალდი და ეს ყველაფერი გაფორმდება არჩევნებზე” – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

loading...

პოპულარული

"მოზარდებმა გაქცევა მოახერხეს..." - ოკუპანტების მიერ გატცებული 16 წლის ბიჭის დედა "ნიუპოსტთან" დეტალებს ჰყვება
ოკუპანტებმა სოფელ კარბალადან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
"როცა საქმე ეხება პროპორციულ და სამართლიან არჩევნებს, საუბარი რაღაც 100/50-ზე და ციფრებზე უადგილოა" - ბაჩუქი ქარდავა (ვიდეო)
კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერები კომუნიზმის მსხვერპლად აღიარეს და პენსიად 220 ევრო დაუნიშნეს
დაწერე კომენტარი