”დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ფავორიტს დავამარცხებ, თუ არის მისი ფავორიტი კალაძე, ესეც საკითხავია”- უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილის მიმართვა ამომრჩეველს

თბილისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილი ტვ “პირველზე” ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” აცხადებს:

მე პოლიტიკურ ცხოვრებას ვიწყებ და გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას. ბუნებრივია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ვიბრძოლებ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მაშინ სად ვიყავი როცა ხელისუფლებაში ეს პარტია იყო, მაგრამ ჟურნალისტი ვერ გააკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. რომ დავდოთ სასწორზე ამ პარტიის გაკეთებული და გაფუჭებული საქმეები, დამერწმუნეთ გაკეთებული ბევრად გადაწონის. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და ამაზე ღიად პარტიაშიც საუბრობენ.

სანამ კიევში ჩავიდოდი, კონსულტაციები იყო თბილისში პოლიტსაბჭოს წევრებთან, მე წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, ეს არ იყო სპონტანური. მე მერე წავედი კიევში, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი. ის არის პარტიის ლიდერი და როცა მე მას ჩემი გადაწყვეტილებების, ხედბვების შესახებ ვუთხარი, მაინტერესებდა მისი მოსაზრება და შეფასებებიც.

ეს იყო ინტერესთა თანხვედრა. მე პოლიტიკაში მოვედი გამარჯვებისთვის და არ ვფიქრობ დამარცხებაზე. ასეც რომ იყოს, მე გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას.

საქმე მექნება დიდი დაპირისპირებასთან, ეს იქნება სახელმწიფო რესურსი, ბევრი ფული, მაგრამ, ამდენ ადამიანს ვერ მოისყიდიან. მე სამი წელი ვებრძოდი ბიძინა ივანიშვილს და ეს ბრძოლა მე მას მოვუგე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ მე მის ფავორიტსაც დავამარცხებ, თუ არის მისი ფავორიტი, ესეც საკითხავია. კახი კალაძე არ სარგებლობს პოპულარობით თბილისელებში”.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი