ივანიშვილის სურვილი თუ მხატვრის ფანტაზია: “ზურაბიშვილის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ”

თამარ მეფე

მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რომელიც არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალშია ჩართული, ამბობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ.

„ზურაბიშვილი არის პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ არ არის პირველი ქალი მეთაური საქართველოსთვის. მთავარი არის ის, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. არსებობს ჯგუფი, რომელიც დღეიდან იწყებს მუშაობას. ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული; უნდა იყოს იმ ფანტასტიურ, სრულიად მაღალი სულიერების და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იქ, სადაც ერეკლე მეფის სასახლეა.

აქ არის არაჩვეულებრივი პატარა ეკლესია და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც იმ ადგილს აქვს, არის ქართული სულისთვის დამახასიათებელი”- ამბობს მხატვარი.

მისი თქმით, ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური.

“ღონისძიების ფერს გვკარნახობს საქართველოს დროშა, მაგრამ აქ უკვე გაჩნდება ევროკავშირის დროშებიც. ინაუგურაციის ნაწილია საქართველოს ეროვნული დროშა და გერბი. შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ. ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს“, – განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო მარათონის დაწყების წინ, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველმა ძალამ მხარი დაუჭირა, ბიძინა ივანიშვილმა თამარ მეფეს შეადარა:

“პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება ჩვენ მე-12 საუკუნეში გყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა”- განაცხადა ივანიშვილმა.

ნიუპოსტი

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი