„ივანიშვილის სასიძომ და ერთდროულად პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ…“ – რას წერს სააკაშვილი ფინანსთა მინისტრზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მამუკა ბახტაძე და „ოცნების“ ხელისუფლება საკუთარ დანაშაულს ყოფილ ხელისუფლებას აბრალებს:

შავი ჩაი ასკილით

„ივანიშვილის სასიძომ და ერთდროულად პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ, ოლიგარქის მევახშე ბანკებთან შეხვედრის შემდეგ, დაიცვა საბანკო სტრუქტურები და განაცხადა, რომ თურმე მე მინდა ნგრევა და მათ (ქოცებს) შენება. აბა რა, სწორედ ქოცებმა ააშენეს ახალი ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, 150 საავადმყოფო, ახალი პოლიცია და ჯარი, ივანიშვილმა დააბრუნა ჩაბნელებულ საქართველოში დენი, ალბათ მის დროს გამყარდა ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ალბათ მან აღადგინა ბაგრატი და სწორედ მე, გავაკეთე 2 მილიარდი ხალხის გაჭირვების ხარჯზე ჩემს “ქართუ ბანკში”, მე დავხურე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და მე გავაბანძე ლაზიკის პროექტი, ასევე მე დავათრევ ხეებს ჩემს საკარმიდამოში და დავთხარე მთელი საქართველო.

სხვათაშორის, ეს ბახტაძე, რკინიგზის კურატორია და ისე ცნობისთვის, ჩემს დროს, საქართველოს რკინიგზის კაპიტალიზაცია იყო მილიარდი დოლარი და მას შემდეგ, რაც უჩა და ბახტაძე მართავენ სფეროს, ის დაეცა 100 მილიონამდე, მაგრამ 900 მილიონის მათ ჯიბეში გადასვლა რა სახსენებელია, მათი აღმშენებლობის ფონზე!”.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი