„სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ივანიშვილის მხრიდან თავიდანვე ფარსი იყო, მატყუარა და უსუსრი ხელისუფლება გვყავს” – ნინო ბურჯანაძე

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნის საკითხს ეხმაურება და ამაში ქართულ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

,,მე თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იყო ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან ფარსი და ხალხის მოტყუება. ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება. ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის პალტოებთან და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ. ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუ კი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზული პოლიტიკური პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ.ეს არის კუდევ ერთი ნათელი მაგალითი, იმისა რომ ბიძინა ივანიშვილს და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს გვყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება“, – განაცხადა ნინო ბურჯაბაძემ.

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი