ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გამო, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ხაზები ჩაჭრეს

ბიძინა ივანიშვილი

ამ წუთებში ურეკში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება ხდება, რის გამოც ელექტრონერგია არ მიეწოდება თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს.

კაცის მოსაცმელი

ურეკი-წვერმარალას მონაკვეთზე გადაჭრილია ელექქტროგადამცემი ხაზები, რის გამოც პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

მძიმე ტექნიკა, რომლითაც ასწლოვანი ხეები გადააქვთ, ამ წუთებში, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლისაკენ მიმავალ ახალგაკეთებულ ცემენტოვან გზაზე, სარკინიგზო გადასასვლელთანაა გაჩერებული, რომელიც სახელდახელოდ ამ ხეების ტრანსპორტირებისთვის გაკეთდა.

დენდროლოგიურ პარკში მათ გადასატანად ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და ათობით მუშახელი.

იტვირთება…

პოპულარული

კინოს ცოცხალი ლეგენდა, ჯეკ ნიკოლსონი 81 წლის გახდა
პირდაპირი ეთერი - ერევანში ოპოზიციის ლიდერების დაკავებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა
აშშ რუსეთის შეკავების მიზნით ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვებას აპირებს
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოკლეს
დაწერე კომენტარი