იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს (ვიდეო)

უმრავლესობის დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის, კანონპროექტის “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”  განხილვა საკანომდებლო ორგანოში გასულ კვირას დაიწყო. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა შეფასდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და დამნაშავე 300 ლარით დაჯარიმდეს, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის კი – 500 ლარით.

 სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”  კრიტიკოსები მალევე გამოუჩნდნენ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მედიის საქმიანობაში ჩარევასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ  მედიის სფეროს წარმომადგენლები, მწერალ ლაშა ბუღაძის აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ლიტერატორებს და ხელოვანებს პროფესიულ საქმიანობაში შეზღუდავს, Amnesty International-ის განაცხადებით კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს  საფრთხეს შეუქმნის სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.

არც  “სიტყვის თავისუფლების დარაჯი”  “რუსთავი 2” გამდგარა განზე და რუსეთის რამენაირად დაკავშირებაც არ  დავიწყებია აღნიშნულ კანონპროექტთან – ”  ქვეყანა, სადაც კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ აქტიურად მოქმედებს  თურმე, ეს მართლმადედებელი რუსეთია”:

– ” რითი განსხვავდება ჩვეულებრივი შენობისა და ეკლესიის კედელზე უხამსი წარწერები ერთმანეთისაგან? როგორ ფიქრობთ, შეიძლება ერთი კანონით ფასდებოდეს 100 ლარი და მეორე 500?ან ჩვეულებრივი ადამიანისა და წმინდანის შეურაცხყოფა თუ განსხვავდება ერთმანეთისაგან? ან როგორ ფიქრობთ, ფილმები „ლონდრე“, „ნატვრის ხე“ ან სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“, სადაც მღვდლები ლოთები და მექალთანეები არიან, არის თუ არა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა?” – გვამცნობს გადაცემა”პოსტსკრიპტუმი”, ხოლო მისი ერთ-ერთი რესპოდენტი, ბაფტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, უფრო შორს მიდის და  აღნიშნული კანონპროქტის მიხედვით მაცხოვარს, არც მეტი არც ნაკლები პროვოკაციულ ქმედებეში ადანაშაულებს:

– ” თუ, იმ ტერმინებით ვილაპარაკებთ, როგორი ტერმინებითაც ლაპარაკობს ეს კანონპროექტი ხო, იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად , ისე კი არა შემთხვევით. ადამიანებს კურნავდა, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე რო(მ) დაავადებული იყვნენ, რომლის განკურნებაც შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც ხო(მ)? არა! მიდოდა შაბათ დღეს კურნავდა და ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა.  ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო. შორს წაგვიყვანს ამის ჩამოთვლა.

300 ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებს და ფაქტობრივად, ამის გამოც იცვა ჯვარს. ამიტომ, მე მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ, თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს.

აი, ეგ არის თავისუფლად სუნთქვა, როცა არავინ არ გიწესებს, რიტმს არ გაძლევს ესე უნდა ისუნთქო, ამდენჯერ ასე ღრმად უნდა ისუნთქო, ამ ადგილისკენ უნდა ისუნთქო, ეს არის სუნთქვა.. ეს არის ის საფრთხე, რომელსაც ატარებს ეს კანონი.” – აცხადებს ეპისკოპოსი გოცირიძე.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი