იერუსალიმში სატვირთო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეთა ჯგუფში შეიჭრა

ნახევარი საათის წინ იერუსალიმის პოლიციამ რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკლა ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომანქანით ქვეითად მოსიარულეთა ჯგუფში შეიჭრა, რის გამოც დაშავდა 15 ადამიანი, 5 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

cyc

შემთხვევა იერუსალიმის ერთ-ერთ სანაპიროზე მოხდა, საიდანაც ძველი ქალაქის ხედი იშლება და სადაც ყოველთვის ტურისტების დიდი რაოდენობაა.

“ეს ტერაქტია” – განაცხადა ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. ტერორისტის ვინაობა დგინდება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი