იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აშშ-ის მთავარი მოკავშირეები გმობენ

ტრამპი

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები გმობენ. საუდის არაბეთმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

შავი ჩაი ასკილით

საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების ნაბიჯს მხარს არ უჭერენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ კი, მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.

პალესტინელებმა ხვალინდელი დღე “შავ პარასკევად” გამოაცხადეს და მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავენ. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა კი, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვეს.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად საგანგებო მიმართვის დროს აღიარა და მის ამ ნაბიჯს ისრაელმა ისტორიული უწოდა.

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"მომწონს საქართველოში ყოფნა"- რაზე ისაუბრა რობოტმა სოფიამ პრესკონფერენციაზე
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი