იერუსალიმის დასასრული და გადამწყვეტი ბრძოლა ქრისტიანობის გასანადგურებლად(ვიდეო)

იერუსალიმის პატრიარქის მისი უნეტარესობის თეოფილე მესამის სპეცილური განცხადება

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

2005 წლიდან მე ვმსახურობ როგორც იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, და მაქვს პატივი ვიყო თქვენთან და წარმოვადგენდე იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოებას. იერუსალიმი არის აკვანი ქრისტიანობისა ისევე როგორც ჩვენი ეკლესია, რომელიც თავისი ფესვების ნაკვალევს ერთ უწყვეტ ჯაჭვად მოჰყვება ქრისტიანობის გარიჟრაჟიდან დღემდე.
ჩვენ ვესტუმრეთ გაერთიანებულ სამეფოს საერთაშორისო მისიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს შეხვედრებს უმაღლეს რელიგიურ ლიდერებთან, სახელმწიფო მეთაურებთან და პოლიტიკოსებთან. ჩვენ ვმოქმედებთ წმინდა მიწაზე არსებული სხვადასხვა ეკლესიების მეთაურების მანდატით რათა გიამბოთ ჩვენს შესახებ და გაგაცნოთ ის გამოწვევები და ვითარება რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით, როგორც წმინდა მიწის ქრისტიანული საზოგადოება.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკთან. ჩვენი შეშფოთება ასევე გავუზიარეთ იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ჯასტინ ველბის, და ვესტმინისტერის მთავარეპისკოპოს კარდინალ ვინსენტ ნიკოლს. ჩვენ გვინდა გიამბოთ დღეს ის რაც ვუთხარით მათ.
ახლახან ჩვენს თვალწინ გამომჟღავნდა ახალი ტენდენცია, რომელიც ემუქრება და ძირს უთხრის ქრისტიანულ წარმომადგენლობას წმინდა ქალაქ იერსუალიმში და ახდენს მშვიდობის დესტაბილიზაციას. „სტატუს ქვოს“ რომელიც აქამდე არსებობდა,რომელიც იყო გარანტია და გულისხმობდა საუკუნეების განმავლობაში უფლება ჰქონოდათ ებრაელებს, ქრისტიანებს და მუსულმანებს ეცხოვრათ შეხმატკბილებულად წმინდა ქალაქ იერუსალიმში, ახლა სერიოზული საფრთხე ემუქრება. კოდექსი რომელიც იცავდა ჩვენს რელიგიურ თავისუფლებებს და რომლითაც ყველასთვის უზრუნველყოფილი იყო წმინდა ქალაქ იერუსალიმის ხელმისაწვდომობა ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ სწრაფად, შემდგომში უკვე გვიან იქნება, ხოლო შედეგი კატასტროფული. სანამ ჩვენ ჩუმად ვსხედვართ ამასობაში მოწმენი ვხდებით ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და პირადად ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიისა. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ ცრუ ბრალდებას გვიყენებენ და ცილს გვწამებენ. ჩვენი ცილისმწამებლების მიზანი ჩვენი მემკვიდრეობის და ჩვენი ინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ამას მეტად აღარ შევეგუებით ეს არის ჩვენი მოწოდება და ვალდებულება უფლის წინაშე, ჩვენ უნდა დავარღვიოთ ჩვენი სიჩუმე და ვთქვათ: საკმარისია, ეს უნდა შეჩერდეს!

ამა წლის ივლისის თვეში ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) ორმოცმა შეცდომაში შეყვანილმა წევრმა ხელი მოაწერა შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტში. იმ შემთხვევაში თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული იგი მკაცრად შეზღუდავს ჩვენი ეკლესიების უფლებებს, თავისუფლად და დამოუკიდებლად განაგონ თავიანთი მიწები. უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეკლესიებს ემუქრება ამ მიწების და ქონები კონფისკაცია. ნათელი და აშკარაა რომ ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს კანონპროექტი არის თავდასხმა ჩვენი ეკლესიების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, რომელსაც აგერ უკვე ორი ათასწლეულია ემსახურება და მხარს უჭერს მრავალი ქრსტიანი. თუ ეს კანონპროექტი იქნა მიღებული ეს იქნება „სტატუს ქვოს“ და საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღევა.

გარდა ამისა სანამ ჩვენ აქ ვსხედვართ , სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები მუშაობენ იმაზე თუ როგორ გამოყარონ ქრისტიანები იერუსალიმს გარეთ. ეს ჯგუფები ასეთი ქმედებებით ინტენსიურად ცდილობენ ეკლესიის ქონების ექსპროპრიაციას. ბოლო ასეთი ქმედება იყო ე.წ. „იაფოს კარიბჭის“ საქმე. ამ ჯგუფების ქმედებებს ამ საქმეში მოჰყვა სასამართლოში კანონიერი ბრძოლა ათწლეულის განმავლობაში, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებაც სამწუხაროდ იყო მცდარი.

ეს გადაწყვეტილება იქნება აშკარად ნეგატიური შედეგის მომტანი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანული კვარტლისათვის და ქრისტიანების ყოფნისათვის წმინდა მიწაზე. ეს შეამცირებს ქრისტიანი მომლოცველებისათვის წმინდა ადგილების ნახვის შესაძლებლობას. ამდენი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები რელიგიური ლიდერები და საზოგადოების წევრები მუშაობდნენ რომ შეემცირებინათ დაძაბულობა, ამიერიდან კი ეს ყველაფერი ხელს შეუწყოფს დაძაბულობის გაზრდას იერუსალიმში.
სექტემბრის თვეში ეკლესიების ლიდერებმა გამოვაქვეყნეთ განცხადება სადაც წერია: „შეუძლებელია შესაბამისად გადმოვცეთ ის სერიოზული მდგომარეობა რომელიც თან ახლავს ამ სისტემურ შეტევას „სტატუს ქვოზე „ ასევე ის თუ რა საფრთხეები ახლავს ამ ყველაფერს ქრისტიანების ინტეგრაციისათვის და ჩვენი საზოგადოების სტაბილურობისათვის წმინდა მიწაზე.“

ჩვენ რათქმაუნდა ვრჩებით სრული ერთგული უფლისაგან ჩვენზე დაკისრებული მოვალეობისა, რომ შევასრულოთ ჩვენი სულიერი მისია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ისტორიის და ინტეგრაციის განმავლობაში ამ უპეცენდენტო და შოკისმომგვრელი შეტევის პირისპირ ვდგავართ, ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს ძმებს და დებს წმინდა მიწაზე ,რომ ჩვენ დავრჩებით მართალნი ჩვენი მისიის წინაშე, რომელიც გულისხმობს უფლის საფლავის და წმინდა ადგილების დაცვას და მსახურებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში რომ დავიცვათ საპატრიარქოს ქონება და ასევე ჩვენი თანამებრძოლი ეკლესიაბისა. ჩვენ მუდმივ დაცვას გავუწევთ ქრისტიანულ წამრომადგენლობას ამ რეგიონში. ჩვენ მივიღეთ წმინდა მიწის ყველა ეკლესიებისაგან მხარდაჭერა , ჩვენ მხარს გვიჭერს იორდანიის მეფე აბდულა მეორე, პატრიარქი ბართოლომეო, მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკე, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა კენტერბერის მთავრაეპისკოპოსისაგან ისევე როგორც კარდინალი ვინსენტისგან, ახლა კი მოვუწოდებთ უფორ მეტ რელიგიურ ლიდერებს და სახელმწიფოს მეთაურებს რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს სამართლიანობას,ჩვენ ვლოცულობთ ყოვლისშემძლე უფლის წინაშე რომ გაგვაძლიეროს ჩვენ და ჩვენი ძმები ამ სასტიკ და ძნელ დროში. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომელიც ზრუნავს ჩვენზე რომ დავწეროთ და გაგიზიაროთ ჩვენი პრობლემების შესახებ ინფორმაცია. უფალმა ინებოს წამრატებულად დაგვირგვინდეს ყველა ჩვენი ძალისხმევა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და უფლის მშვიდობა და კურთხევა იყოს ჩვენთან.

 

loading…
გააკეთე კომენტარი!