იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს – მედია

იემენის ტერიტორიიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ირანული ტელეკომპანია Press TV Twitter-ზე იუწყება.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რაკეტა Qaher-2-ის მიზანი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი ჯიზანი იყო. საუდის არაბეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ასევე არაფერია ცნობილი.
ივლისის ბოლოს, მექადან 69 კილომეტრში იემენის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა გააუვნებელყვეს. არაბულმა კოალიციამ ამაში ხუსიტები დაადანაშაულა. მანამდე, მაიასის დასაწყისში, ხუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს.

იემენში რამდენიმე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება – ეს არის შიიტური მოძრაობა “ანსარ ალაჰის” სამხედრო ნაწილი და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი. მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია.

პოპულარული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
"შაქარაშვილი სცემეს, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში და გაიგუდა"
"იცით, რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტებს? – არ გვჯერა, რომ აუთენტურია ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ" - გრიგოლია გიორგობიანს პასუხობს
სასწრაფოდ: "ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით"
დაწერე კომენტარი