“იდიოტ ხალვაშს და მის ხელის ბიჭს სალიას, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა მორალური განაჩენი გამოუტანეს – მოკლეს”

ბიძინა ივანიშვილი

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტების დიანა ჯოჯუასა და მიშა სესიაშვილის მიმართვას და მათ გადაწყვეტილებას არხის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მირცხულავა აცხადებს, რომ წამყვანებმა ხალვაშსა და სალიას მორალური განაჩენი გამოუტანეს.

“იდიოტ და ხარბ ხალვაშს და მის ხელის ბიჭს – კაცის კაცს – სალიას დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა მორალური განაჩენი გამოუტანეს. რაღა გამოუტანეს – მოკლეს. თუმცა ისინი ამას ვერ მიხვდებიან…
ვინც ეს დაგეგმეთ, რა ეტყობა ამას ნაფიქრალი და დაგეგმილი მაგრამ მაინც, იცით რა დარტყმა მიაყენეთ არა მხოლოდ ქართულ მედიას, არამედ ქართულ საზოგადოებას. მინიმალური პრაგმატიმის პირობებში ამ მდგომარეობას ოდნავ ჭკუათმყოფელი არ დააყენებდა. თუმცა, როგორც ვხედავ ადეკვატურობის ხარისხი პლინტუსს ქვემოთ გაქვთ და ვერც კი ათვითცნობიერებთ რას აკეთებთ. 
დედა, რა შარში ვართ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ხალვაში მართლა კაცი ჰგონია და “დარწმუნებულია”, რომ რუსთავი 2 მას “ეკუთვნის”.
უბედურებაა ის, რომ ამ ტელევიზიის ფენომენი ვერ გაიგეთ. ღირებულებებზე დავას კი აზრი არ აქვს. 
და მაინც – რატომ მგონია, რომ ეს ყველაფერი დიდი ვირეშმაკობის შედეგია” – წერს მირცხულავა.

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი