იგივე კაცმა ჩემი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა – 12 წლის გოგოს დედა

ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა და მომხდარის შემდეგ ერთი კვირაა სკოლაში არ წასულა, – ამის შესახებ ბათუმში 12 წლის მოზარდის დედამ განაცხადა.

მოზარდის დედა 55 წლის მამაკაცს, რომელიც პოლიციამ დღეს დააკავა, შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. დედის თქმით, ბავშვი ფიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

“ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგან თავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ და ესაუბრათა, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია სკოლაში არ დადის.

“მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაა სკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივე მამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერ ამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს”,- განაცხადა მოზარდის დედამ “ინტერპრესნიუსთან”.

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

loading…

პოპულარული

"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას"- მეუფე გრიგოლი
"ვფიქრობ რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი..." - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონისთვის გაგზავნილ წერილზე
სკანდალი: "ქართულ სახლში" "ოცნების" ჩინოვნიკების დაპირისპირება "ქურდებთან" "რაზბორკით" გაგრძელდა
პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
"ქართული ოცნების“ სადამსჯელო ბრიგადები - დაუსჯელი ზონდერები, რომლებიც კორცხელში პოლიტიკოსებს სცემდნენ, ახლა კი გამოჩენილ სპორტსმენებს უსწორდებიან (ვიდეო)
"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
"მერის მასშტაბური სექსუალური ფანტაზია პირველ სიყვარულთან" - გია ხუხაშვილი კალაძის განცხადებაზე
"ქალაქის შტერი!... ვაღიარებ - ნარმანია ბევრად ღირსეული მერი იყო ვიდრე კალაძე" - ნიკა მელია
ვინ არიან "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები - ფოტოები
დაწერე კომენტარი