„იბერიის“ პასუხი ხელფასების გაუცემლობის გამო გაფიცულ თანამშრომლებს – არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა დროებით მუშაობა შეაჩერა.
დღეს ოპერატორების ნაწილი გაიფიცა და გადაღებაზე საერთოდ არ გავიდა. დირექტორთან შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ. ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს მემონტაჟეების ნაწილი. ოპერატორების გაფიცვის მიზეზი კი კომპანიაში ბოლო თვეებში შექმნილი ფინანსური პრობლემები და სახელფასო დავალიანებები გახდა. ჟურნალისტებს კი განუცხადეს, რომ ისინი სხვა გადაცემებში გადანაწილდებიან.

შავი ჩაი ასკილით

„ეს დღეები ითხოვდნენ თანამშრომლები ხელფასის ჩარიცხვას. კუთვნილი ხელფასის, რომელიც ეკუთვნოდათ იმიტომ რომ უკვე იმუშავეს. არ ჩაირიცხა ხელფასი. ამის გამო არ გავიდნენ გადაღებებზე. არხმა გამოაცხადა რეორგანიზაცია. სიტყვიერად თქვეს, რომ გათავისუფლებულები ხართ და რეორგანიზაცია გამოცხადდა თორემ  გათავისუფლების ფურცელი ხელში არავისთვის არ მიუციათ. შესაბამისად, არ ვიცით რა გველის. ვმუშაობთ არ ვმუშაობთ. ხელფასი დაირიცხება, არ დაირიცხება,“-განაცხადა „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი