„თქვენ გაბრძანდით აქედან… დამანებეთ თავი” – გოგა ხაინდრავას მორიგი თავდასხმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტზე

გოგა ხაინდრავა

საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ” აღმასრულებელ დირექტორის ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას პროცესი მიმდინარეობას. საქმე ეხება ხაინდრავას მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი საჯაროთ გამოთქმულ ბრალდებებს, სადაც ხაინდრავამ ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დამრბევთა შორის მოიხსენია. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეები. მათ შორისაა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძეც.

გოგა ხაინდრავა დღესაც გამორჩეულად აგრესიული იყო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ცდილობდა აღნიშნულ საქმეზე მისთვის შეფასება ეთხოვა. რეჟისორმა კორესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენა და კომენტარზე უარი უთხრა.

„თქვენ გაბრძანდით აქედან, თქვენთან ურთიერთობა არ მინდა, დამანებეთ თავი, გაბრძანდით აქედან. მე ნუ მიღებთ,“-მიმართა ჟურნალისტს გოგა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  რუსთაველის თეატრთან გოგა ხაინდრავამ “რუსთავი 2”-ის მიკროფონი დააზიანა.

იხილეთ ვიდეო

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი