“სანამ თქვენ მოდურ ტანსაცმელს ირგებდით, თქვენი შვილები სხვის შვილებს კლავდნენ…. “-ანი კანდელაკი ხორავას ქუჩის საქმეზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანიეტა კანდელაკი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

სიმართლე ისედაც ვიცოდი, რომ დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სრულიად უდანაშაულოები იყვნენ, ხოლო რაზეც დეტალური ინფორმაცია არ მქონდა, ამ ფილმმა ნათელი გახადა ჩემთვის, ალბათ ყველასთვის.

პირველი, რაც მინდა ვთქვა, საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემასთან მოზარდებში და ამაში ასევე კომპლექსურად უნდა ჩაერთონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ფსიქოლოგები და ა.შ.

ახლა რაც შეეხება მომხდარს, დათო სარალიძე არის უდანაშაულო მსხვერპლი, რომელიც ბოლოს იმან მიატოვა, ვის გამოც ეს ჩხუბი დაიწყო, ანუ ვინმე დ.ღ.-მ, რომელიც ა.ს.-ს აბულინგებდა, რის გამოც ა.ს.-მ მეგობრებს მოუხმო, ხოლო შეშინებულმა დ.ღ.-მ დათო სარალიძეს თავი შეაცოდა და დახმარება თხოვა, დარწმუნებული ვარ, დათომ არც იცოდა სრული სურათი ვინ ვის აბულინგებდა, ენდო მეგობარს და დასახმარებლად გაყვა.
დ.ღ.-ს, რომლის გვარიც ვიცი, მაგრამ რადგან არასრულწლოვანია, არ ვასახელებ, მინდა მივმართო:
ზუსტად შენნაირი მშიშარა და ბანძი ბიჭები აბულინგებენ მათზე სუსტებს და მერე დათოსნაირ ბიჭებს ეძახიან დასახმარებლად და ვითომ დაჩაგრულის პოზიციიდან თავს აცოდებენ, შენ სასამართლოში თქვი, რომ არაფერი დაგინახავს და არაფერი იცი, გრცხვენოდეს და რცხვენოდეს შენს მშობლებს! შენ ხარ იუდა, შეშინებული, მონური სულის მქონე არსება!

ახლა რაც შეეხება მოწმეებს, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმში მჭერმეტყველებთ და დეტალურად აღწერთ სიტუაციას, სად იყავით მაშინ და რატომ არ გახვედით ბავშვების საშველად ან რატომ არ დარეკეთ ეგრევე პატრულში? სეირს უყურებდით?

და ბოლოს, მადლობა ზაზა, შეუპოვრობისთვის, სიმამაცისთვის და იმისთვის, რომ კანონმორჩილი, პატიოსანი მოქალაქე ხარ!
მადლობა, რომ დღეს შენ არამხოლოდ შენი სამართლისთვის, არამედ ჩემთვის, ჩვენი მომავლისთვის იბრძვი და გვიცავ!
და მადლობა, კეთილი გოლიათის აღზრდისთვის, რომელიც გასაჭირში არავის ტოვებდა, რამაც შეიწირა კიდეც….

ასეთივე კარგი ბიჭი იყო ლევან დადუნაშვილი, რომელიც დათოს დასახმარებლად გარბოდა, რომ არაკაცმა მკვლელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს და ახლა მოგმართავთ თქვენ, მშობლებო, კარგად ჩაცმულებო და დავარცხნილებო, სანამ თქვენ მოდურ ტანსაცმელს ირგებდით, თქვენი შვილები სხვის შვილებს კლავდნენ….

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი