,,თქვენი თაობა დარწმუნებული ვარ, მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“ – ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ახალი ვირუსის შესახებ, მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს ახალი ვირუსის შესახებ მისი თქმით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება.

„21 საუკუნე ასეთი ახალი მოვლენებით „გაგვანებივრებს“. ახლადწარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მოყვება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, თქვენი თაობა დარწმუნებული ვარ, მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერე კომენტარი