“თუ 1 ოქტომბერს ჩემი და ბავშვების, დისტანციური სწავლით გამოწვეული, ტანჯვა-წამება დასრულდება, ვაპირებ გავხდე “სტრატეგია – ჭყონდიდელი” – ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი 1 ოქტომბერს სწავლის დაწყების თარიღს ეხმაურება და წერს, რომ ე.წ. დისტანციური სწავლით გამოწვეული “ტანჯვის” პროცესი დასრულდება. ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულს რეპეტიტორობასაც სთავაზობს. ამი შესახებ მან ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“თუ 1 ოქტომბერს ჩემი და ბავშვების, დისტანციური სწავლით გამოწვეული, ტანჯვა-წამება დასრულდება, ვაპირებ გავხდე “სტრატეგია – ჭყონდიდელი” და ასეთი სწავლით მიღებული გამოცდილება მოვახმარო მომავალ პრემიერ-მინისტრს, ვაშაძე IV აღმაშენებელს.

შიგადაშიგ ვამეცადინებ “ქართული ოცნების” სიის ოცეულსაც. ოცის მერე  ჩლუნგები იქნებიან და არანაირ თანხად არ მიღირს” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

დაწერე კომენტარი