“თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე და მერე – მე” – ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ.

„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ ექნება) პირველი კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს, და მეორე ვის? ნადირაძეს, კობახიძეს, თუ მდინარაძეს, თუ ვიღაც ამდაგვარ ხალხს? მე – რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის – ნომერ პირველი ვიყავი და ივანიშვილის შემდეგ ნომერ მეორე გავხდი. და თქვენ გგონიათ, მე ახლა ზუსტად იმისთვის ვიღწვი, ვიბრძვი და ვწვალობ, რომ იმათ დაბრუნებას ხელი შევუწყო? დავამთავროთ ეს ნარატივი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ხელისუფლება შეიცვლება, ივანიშვილი წავა. ეს გარდაუვალია. შევარდნაძესაც ასე ეგონა, სააკაშვილსაც ასე ეგონა, თუმცა ყველაფერი მთავრდება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
დაწერე კომენტარი