თუ რამის დარიგება უნდათ პოლიტიკურ პარტიებს თუ სახელწიფოს, დავეხმარებით, ჩვენ მივუტანთ ხალხს სახლში რომ მათ არ დატოვონ საცხოვრებელი – ნოზაძე

მოძრაობის “შეცვალეს” დამფუძნებელი, ნიკა ნოზაძე დღეს, ზუგდიდიში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

საუბარია იმ ხალხმრავლობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, მოქალაქეებისთვის პირბადეებისა და ხელთათმანების პაკეტების დარიგებით იყო გამოწვეული.

ნოზაძე აცხადებს, რომ ყველა ადამიანი უნდა დარჩეს სახლში და მოხალისეები აგილზე მივუტანენ ადამიანებს იმას, რისი დარიგებაც პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ისტიტუციებს თუ კერძო სექტორს დაჭირდება.

” რადგან რამდენიმე ადამიანმა მოგვნიშნა პოსტებზე, გვიგზავნიან შეტყობინებებს ზუგდიდთან დაკავშირებით ჩვენ, მოხალისეებს, აქვე გეტყვით, რომ არ ვიცით რა ხდებოდა, ახლა ვნახე პირველად მეც და ძალიან ცუდია თუ ას ხდება, მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა დარჩეს სახლში და ვართ მოხალისეები, ვისაც შეგვიძლია დავეხმაროთ და აგილზე მივუტანოთ ის რისი დარიგებაც პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ისტიტუციებს თუ კერძო სექტორს დაჭირდება. ჩვენ მივალთ ყველასთან თუკი დახმარებაა საჭირო.
ესაა ჩემი და ასევე ჩვენი, მოძრაობა ,,შეცვალეს” პოზიცია! ” – წერს ნოზაძე.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს, რამაც ადამიანთა სიმრავლე გამოიწვია. მოგვიანებით, აღნიშნულ ფაქტს ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილზე უამრავი ხალხი მივიდა, პოლიცია კი მათ დისტანცირებაში არ ეხმრებოდათ.

მელიას თქმით, როგორც კი შეძლეს გაეანალიზებინათ ხალხმრავლობის გამო არსებული რისკები, მაშინვე შეწყდა პროცესი და მაქსიმალურად შეეცადნენ საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებისთვის.

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი