“თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია…გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემ კომენტარს” – ნიკა მელია

გახარია-ივანიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით.

როგორც მელია ამბობს, მთავარია ადამიანი პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს პოლიტიკოსი.

„გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს, ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფებები, ან ავტოკრატია. თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, გეთანხმებით, ფარცხალაძე -ფარცხალაძეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ. მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები?! ვინ გასცა ბრძანება?! სიმართლე ვთქვათ, გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემ კომენტარს“. – აცხადებს ნიკა მელია.

დაწერე კომენტარი