თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო – მეუფე შიო

თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა. მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის ერთ-ერთი საშუალება სულის სიმდაბლის მოპოვების. თუკი სიმდაბლის ნაცვლად, მარხვა ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო, ვიდრე ისეთნაირად იმარხულო, რასაც არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პოპულარული

"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
5 და 10 წლის და-ძმა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა მძიმე მდგომარეობაში არიან
უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - 27 წლის ბიჭი საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს
დაწერე კომენტარი