თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

ერდოღანი

თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მმართველობისას მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. Reuters-ის ცნობით, ქალაქ რიზეში მხარდამჭერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ხალხს მოუწოდა, “ნუ აყვებიან რიგ კამპანიებს”.

შავი ჩაი ასკილით

“არ დაგავიწყდეთ, თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ჩვენი ხალხი, გვყავს ალაჰი. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ. შეხედეთ, რა ვიყავით 16 წლის წინ და შევხედოთ ჩვენს თავებს ახლა”, – თქვა მან.

პრეზიდენტს ლირის გაუფასურების შეჩერების, ისევე როგორც ამერიკასთან  დაძაბული ურთიერთობების დარეგულირების გზებზე კონკრეტული არაფერი უთქვამს.

ერდოღანის არჩევნებში გამარჯვებისა და ძალაუფლების მკვეთრად გაზრდიდან 1 თვეში, თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის.

“ბლუმბერგის” ცნობით, მხოლოდ დღეს, პარასკევს, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რითაც ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 5.90-6.00 ლირას შორის მერყეობს. ლირის მდგომარეობა ამერიკის მიერ გასულ კვირას დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გააუარესა.

 

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი