“თუ მაგარი ბიჭები ვართ გავეჯიბროთ ქალებს ყველაფერში”-ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ოპოზიცია გააკრიტიკა და ახსნათუ რა სიახლე შემოაქვს მოქალაქეებისთვის ძირითად კანონს.

”მე გეტყვით რა სიახლე შემოაქვს მოქალაქეებისთვის ძირითად კანონს.
მთავარი სიკეთეები არის მიწასთან დაკავშირებული სიკეთეები. მთავარი სიკეთეა, რომ ორგანული კანონით მოხდება რეგულირება, რომ მიწის პოლიტიკის წარმოება არ იქნება დამოკიდებული ხასითზე. სოციალური სახელმწიფოს თემა – ეს ნიშნავს, რომ აღარ მოტრიალდება ის დრო ვიღაცამ მოინდომოს ყალბი ლიბერალიზმით სკოლების და ბაღების დახურვა. და მთა დაგვიტოვოს სკოლების გარეშე. ბაღები და სკოლები მუდმივად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იქნება.

რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხს, თუ მაგარი ბიჭები ვართ გავეჯიბროთ ქალებს ყველაფერში და ქალებსაც მივცეთ ასპარეზი, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი ღირსება და უპირატესობა. კარგია საბერძნეთიდან რომ გვიგზავნიან ქალები ევროებს. მაგრამ როცა რაღაც უფლებებზე მიდგება, საქმე მაშინ ქალი იქ არ უნდა იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხი არის კონსტიტუციაში, რათა იზრუნონ შშმ პირებზე”, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დაწერე კომენტარი