თუ გააგრძელებთ, მზად ვართ თბილისის გუბერნიად გაქციოთ – რუსმა ჟურნალისტმა პუტინის სიტყვა გაშიფრა

ვლადიმერ პუტინი

მე წავიკითხე პუტინის გამოსვლა ასე – საქართველო, ჩვენ მზად ვართ ისევ გაქციოთ თბილისის გუბერნიად თუკი ასე გააგრძელებთ“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომენტარს საქართველოს შესახებ, ცნობილი რუსი პუბლიცისტი და რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო.

„როდესაც ტიფლისის გუბერნიად მოიხსენია საქართველო, მან ქართველებს ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი ისტორიული მოვლენა შეახსენა, როდესაც მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველო რუსეთისკენ წავიდა, რათა თავი დაეცვა ირანისგან და ოსმალეთისგან, რუსეთმა აიღო და გააუქმა ჯერ ქართული ეკლესია, ქართული სახელმწიფოებრიობა, მერე კიდე დაშალა ეპარქიებად“, – ჰყვება შევჩენკო.

პუბლიცისტის აზრით, პუტინი ისტორიის წიგნებს არ კითხულობს და ამ ყველაფერს ვიღაც უყვება, რაც რუსეთის ლიდერს უფლებას აძლევს ილაპარაკოს საქართველოს შესახებ მსგავსი დამოკიდებულებით. შევჩენკოს აზრით, ისტორიის მოყვანა როგორც მაგალითის, დღევანდელ დროს საფრთხილო საქმეა. 

„დღეს იმპერიული პოლიტიკის მოყვანა, როგორც მაგალითის, ეს მუქარაა. მისი გამოსვლა, პუტინისეული გამოსვლა იყო – მათრახი და თაფლაკვერი, თაფლაკვერი ესაა, რომ მას არ სურს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო მათრახი – ქართველები ვერ ნახავენ ოსეთს და აფხაზეთს და თბილისის გუბერნია არ გახდნენ შემთხვევით“, – აცხადებს შევჩენკო

პოპულარული

16 წლის გიგი ანთაძე განხორციელებული ძალადობის ფაქტი - შსს-მ გავრცელებულ კადრებზე გამოძიება დაიწყო
"ომბუდსმენის განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც ცდება მის უფლებამოსილებას" - პროკურატურა
"ბავშვს რომ ბიკინებით გადაუღონ, რა მოხდა" - ბავშვთა პორნოგრაფიისთვის გორში დები და სიძე არიან დაკავებულები
საქართველომ ინტერპოლით ძებნილი ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა
"როცა პრემიერად გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ 20 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიება ობიექტური არ იქნება"- ომბუდსმენი
„კალათში ვტოვებ 2 ცალ პამპერსს, მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს“ - თბილისის სკვერში მიტოვებული ჩვილის კალათში დედის წერილი ნახეს
"როცა ამ დიაგნოზს გაიგებთ, ასე ნუ მიდიხართ ადამიანების სანახავად" - გიორგი სუხიტაშვილმა კიბო დაამარცხა
"დღეს განსაკუთრებით საკრალური დღეა, ამიტომ..." - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
"თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს კი ამის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ"- შემზარავი დანაშაული თბილისში (ვიდეო)
დაწერე კომენტარი