“თუ ახალი ხედვა არ დაიბადა, დემოკრატიული ფასეულობებისგან ვიქნებით ძალიან შორს” – გიორგი ქაჯაია

ა/ო “პროგრესული თაობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი ქაჯაია, სოციალურ ქსელში განცადებას ავრცელებს:

cyc

“ანგარიშვალდებულება ეფექტური და შედეგიანი მმართველობის უმთავრესი მოთხოვნაა არამარტო სახელისუფლებო ინსტიტუტები, არამედ კერძო სექტორიცა და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყვნენ ანგარშვალდებული ხალხისა და მათთან ინსტიტუციონალურად დაკავშირებული ადამიანების წინაშე. ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, თუ სად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება – ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ. ორგანიზაციები ვალდებულნი უნდა იყვნენ იმათ წინაშე ვისზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილება და ქმედებები. აქვე დავძენ, რომ ანგარიშვალდებულება კანონის უზენაესობის გარეშე ვერ მიიღწევა. დღეს ჩვენს სახელმწიფოში არც ერთი ორგანიზაცია, და არც სახელისუფლებო რგოლი, არანაირ პასუხიმსგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე, პირიქით კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის ვალდებულებას და ცდლობენ ყველა კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაძვრენას. თუ ფუნდამენტალური ცვლილება არ განხორციელდა მომავალ წლებში ჩვენს ქვეყანაში, თუ ახალი ხედვა არ დაიბადა, დემოკრატიული ფასეულობებისგან ვიქნებით ძალიან შორს. დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი სწორედ ანგარიშვალდებულებაა. ეს უნდა შევიმეცნოთ, გავითავისოთ და გავათავისებინოთ როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მთავრობას.”- წერს გიორგი ქაჯაია პირად “Facebook” გვერდზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი