თუ არ შეწუხდებით დამისახელეთ ქ-ნ ჩარკვიანის ერთი პუბლიცისტური წერილი – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე,  10-მდე ოპოზიციურ პარტიაზე, მათ მიერ წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ღონისძიებაზე გამომსვლელებთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

შავი ჩაი ასკილით

გასაოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ …

გთხოვთ, თუ არ შეწუხდებით დამისახლეთ ქ-ნ ჩარკვიანის ერთი პუბლიცისტური წერილი, რომელიც საყოველთაო დისკუსიისა და განხილვის საგნად იქცა საზოგადოებაში და რომელსაც 100 წლის შემდეგ კლასგარეშე საკითხავ მასალად მაინც გამოიყენებენ.

საქართველოს დასავლური არჩევანის, ევროპული ინტეგრაციის გარანტად კი გვიცხადებენ ადამიანს, რომელსაც, როგორც ჩვენი ერთი ძველი ოპონენტი იტყოდა, ყველაფერი საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა მისცა. თუ არ ვცდები, მამა ბრეჟდევიდან გორბაჩოვამდე, შევარდნაძიდან პატიაშვილამდე საქართველოს სსრ-ს ერთ-ერთი შეუცვლელი მინისტრი იყო. თავად სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში საშუალო რანგის დიპლომატისთვის აუცილებელი ყველა საფეხური გაიარა. ბუნებრივია, სპეციალური სამსახურები პორტუგალიური ენის კურსებზე ჩაწერის წინ საგანგებოდ დაამუშავებდნენ კიდეც. საბჭოთა დიპლომატიის სამჭედლოშიც, დიპ.აკადემიაშიც გამოიწრთობოდა. 2008 წლამდე მოსკოვში აკეთებდა ფულს. ომის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობასა და რუსეთის მოქალაქეობას მშვენივრად უთავსებდა ერთმანეთს. მოკლედ, მისი რუსეთისგან თავისუფალი ცხოვრება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.ისე გაწონასწორებული კაცია და ქვებს არ ისვრის, ამით ნამდვილად განსხვავდება თანაპარტიელთაგან.

ცალკე საკითხია ეს საცოდავი პარტიები, რომლებიც ნორმალური პარტიული კანონმდებლობა რომ გვქონდეს, არც იარსებებდნენ. ერთ პარტიას ზუგდიდის ბაზარში წილის დაცვის პარტია უნდა ერქვას, მეორეს ბავშვობიდან ტრამვირებული ადამიანის ამბიციების დაკმაყოფილების მოძრაობა, მესამე პარტიაში ერთი კაცი და მისი აჭიმები (“პაწიაშკები”) ირიცხებიან, მეოთხე ძალას “ეგებ ვანო ჩხარტიშვილს რამეში გამოვადგე, ვეგდო მაინც, ყოველი შემთხვევისთვის” უნდა დავარქვათ, მეოთხე პარტია სრული შემადგენლობით ცუდად გრძნობდა თავს ან საპირფარეშოში იყო გასული და ა.შ.
არავითარი საზოგადოებრივი მოძრაობა არ არსებობს, მხოლოდ ენმ საუბრობს “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით.

“ქართული ოცნების” სიავე საწინააღმდეგო ბანაკის სიქველეს არ ნიშნავს და პირიქით, “ამსტერდამის დაჯგუფების” ჭუჭყი ივანიშვილის კრებულს ვერ აკეთილშობილებს!

loading…

პოპულარული

"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
"ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... "- რას წერს 16 წლის გოგოს დედა ფეისბუკზე
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
"ჩვენი სხეული ჩვენს შესარცხვენად არ გამოდგება, გოგოებო... ფერიცვალებას გისურვებ, სისხლისმსმელო მოდგმავ"- ნათია ფანჯიკიძე
დაწერე კომენტარი