“თუ ალიევი თანხმდება ამ შეთავაზებას, ცხადია, ალყაში ვართ!…”- მამუკა არეშიძე

ვლადიმერ პუტინი-ილჰამ ალიევი-მამუკა არეშიძე

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პუტინისა და ალიევის შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის ხუთი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება შესთავაზა. რა ქვეტექსტები შეიძლება არსებობდეს აღნიშნულ შეთავაზებაში და ემუქრება თუ არა გარკვეული ტიპის საფრთხეები საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიას, ამ თემაზე „თბილისელებთან” ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ იმსჯელა.

„მოსკოვში კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი დამოკიდებულია აზერბაიჯანის ეკონომიკურ პოტენციალზე და, ზოგადად, აზერბაიჯანის პოზიციასა და განვითარების ვექტორზე.

დღეს აზერბაიჯანის მდგომარეობა ძალიან მყიფეა. ზაფხულში საკმაოდ მნიშვნელოვანი ავარია მოხდა ბაქოს გაზის სარეწზე და გაზის მოწოდება კატასტროფულად დაეცა. დღეს აზერბაიჯანის ორი თბოსადგური გაზის გარეშეა დარჩენილი და ბაქო კასპიის ზღვის აუზის ყველა ქვეყნისგან გამალებული ყიდულობს მაზუთს, რომ მაზუთით ამუშაოს…

თუ ალიევი თანხმდება ამ შეთავაზებას, ცხადია, ალყაში ვართ. ყველა მხრიდან რუსეთის ჯარი იქნება. ერთადერთ მონაკვეთებად რჩება აჭარა და სამხრეთ საქართველო… ჩვენი მდგომარეობა რომ ძალიან დამძიმდება, ამას ლაპარაკიც არ უნდა. გარდა ამისა, თუ აზერბაიჯანი შევა ევრაზიულ კავშირში, ეს ნიშნავს საბაჟო სისტემების გადახედვას, ანუ ახალი საბაჟო ტარიფების სისტემის შექმნას ასე შემდეგ… ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

“ქართული აზრი”

loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი