თურქეთში ქურდობისთვის 8 ქართველი დააკავეს – ძარცვავდნენ მაღზიებსაც და სახლებსაც

ანკარაში 8 ქართველი ქურდობისთვის დააკავეს. მათ ტექნიკის მაღაზიასა და 4 სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად.

ქურდობა მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სავაჭრო ობიექტიდან მოპარულია ლეპტოპი, მობილური ტელეფონები, საათი და სხვა ნივთები.

თურქეთის პოლიციამ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს.

დაწერე კომენტარი