თურქეთში, ფოიერვერკის ქარხანაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა

თურქეთი

თურქეთში ფოიერვერკის ქარხანაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 97 პირი.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 16-მა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შემთხვევა საქარიის პროვინციაში მოხდა.

2009 წელს ამავე ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 დაშავდა.

დაწერე კომენტარი