თურქეთში სამუშაოდ წასული 26 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო – ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ კირცხის გამგებელმა ინგა ასათიანმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ცხედარს საქართველოში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახში დედა და ძმა ჰყავს.
primetime.ge

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი