ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებული აფხაზეთის შსს

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში უცნობმა პირებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ ქაია გაიტაცეს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ოჩამჩირეს რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა.

„საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ“, – განაცხადა კუჩუბერიამ.

მისი თქმით, გამტაცებელთა და მათი მსხვერპლის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილით ავტომობილი გალი-ოჩამჩირეს გზაზე აღმოაჩინეს.
საქმეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი