თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა

სირია

თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ოპერაცია მშვიდობიანი გაზაფხული” ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი.

თურქული სააგენტო „ანადოლუს” ინფორმაციით, თურქეთის არმიის მხარდასაჭერად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით „სირიის ეროვნული არმია” შევიდა. აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება თურქეთის მიერ არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ რვა მშვიდობიანი მოქალაქე და „სირიის დემოკრატიული ძალების” 16 მებრძოლი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის ფარგლებში თურქეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები გახდა.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარა გაერო-ს ქარტიის მიხედვით მოქმედებს, რომელიც თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს. „საერთაშორისო სამაშველო კომიტეტში” აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციამ დევნილად, შესაძლოა, 300 000 ადამიანი აქციოს.

წყარო: 1tv.ge

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
"წამოიყვანე ვინც გინდა და აგიხსნიან ყველაფერს" - დაპირისპირება კახი კალაძესა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
დაწერე კომენტარი