თსუ-ს ისტორიაში პირველად სადოქტორო დისერტაცია უსინათლო კანდიდატმა დაიცვა

 

cyc

გურანდა ჯამათაშვილი 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონის ინგლისური ენის პედაგოგია და შესაბამისად, კარგად იცის პრობლემები, რომელიც უსინათლო ბავშვებს სწავლის პროცესში ექმნებათ. ამ სირთულეების გადაწყვეტის სურვილმა მიიყვანა იგი განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.

თემაზე მუშაობის პერიოდში გურანდა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა თუ, საჯარო შეხვედრებში. იგი იყო ინიციატორი უსინათლოთა განათლების საკითხებით დაინტერესებული ქართული თუ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანთა ჯგუფების მოზიდვისა უნივერსიტეტში.

მოწვეული ექსპერტების მონაწილეობითა და კონსულტირებით, თსუ-ს განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტში მზადდება მასწავლებელთა განათლების პროგრამა უსინათლო ბავშვების სწავლებისათვის.

რეკლამა

დაწერე კომენტარი