ქუჩის ისტორიები: თრიალეთის ქუჩა

თრიალეთი

თრიალეთის ქუჩა მდებარეობს სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

თრიალეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ქვემო ქართლის მხარეში. წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს (ახლანდელი წალკისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე).

სხვადასხვა პერიოდებში შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების (სამშვილდის და კლდეკარისსაერისთავოები, თბილისის საამირო და სხვა) შემადგენლობაში. XIII საუკუნიდან მოყოლებული თანდათან დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. XIX საუკუნეში მათ ადგილზე თურქეთიდან დევნილი სომხური და ბერძნული მოსახლეობა მოვიდა. თანამედროვე შინაარსით ტერმინი “თრიალეთი” გულისხმობს ქვემო ქართლის მხარის წალკის რაიონის ტერიტორიას.

loading…
გააკეთე კომენტარი!