თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

borkilebi

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობრის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თავად დაცვის მხარემ კი ალტერნატივად სასამართლოს გირაო სთავაზობდა. პროცესზე ბრალდებულმა დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა.

წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს ჩაინიშნა.

დაწერე კომენტარი