“თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან,რომელიც არასდროს დამავიწყდება, მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი” – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს:

თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან,რომელიც არასდროს დამავიწყდება.
მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი.
სამსახურიდან პირდაპირ სახლისკენ მეჩქარებოდა ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად.
წინა დღით გვითხრეს რომ დამატებით უნდა გავსულიყავით რუსთაველზე სამუშაოდ.
როდესაც მიზეზი გვითხრეს რისთვის უნდა გვემუშავა, სამსახურებრივი მოვალეობები დაგვავიწყდა და ერთი სული გვქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე,რათა საკადრისი პატივი მიგვეგო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის!!!

არასდროს დამავიწყდება ის წამი, როდესაც მოასვენებდნენ ჩვენი ერის სიმდიდრეს და მისი სამარადისო გნსასვენებლისაკენ თვალი გამეპარა.

ვერც მაშინ დავძლიე პროვინციალიზმი და დარცხვენილმა თავი დავხარე.
ის იმდენად დიდი პიროვნება იყო,მისკენ გახედვა მერიდებოდა.
ვერც წლების შემდეგ ვძლიე პროვინციალიზმს და მისი ოჯახის წინაშე მუდამ თავდახრილი და თვალებ დახრილი ვიქნები.
საამაყოა და მუდამ საამაყოდ დარჩება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ის ადამიანი ვინც პირველდ გახსნა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა.

უფალმა გაანათლოს თქვენი სული ბატონო ზვიად!!!
თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს!!!

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი