„როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისათვის, ორივე მიმართულებით, ეს უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა არ არის …“ – ჰარცელი

კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა და ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„ახლა ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში დაწყების პუნქტი არის საუკეთესო დაწყების წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან და სხვებთან, რათა ჩვენ აქტიურად ვიაროთ წინ,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დაწერე კომენტარი