„თვითონ ჩამოიკიდა თავი, თუ შეეხნენ და მერე დაკიდეს, არ ვიცით“ – 26 წლის ქალმა თავი მოიკლა

არ გადაკვეთო

მარტვილის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობლები ამბობენ, რომ 26 წლის ქალი ქმრის ოჯახმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გარდაცვლილის მამის, გოჩა ნადარეიშვილის თქმით, ქალს ავიწროებდნენ და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. მისივე ინფორმაციით, ძალადობის შესახებ ახალგაზრდა ქალმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ისაუბრა. უებნებოდნენ: „ამას ასე რატომ აკეთებ, ამდენი არ ჭამოო“.

„თვითონ ჩამოიკიდა თავი, თუ შეეხნენ და მერე დაკიდეს, არ ვიცით. მიცვალებული პროზექტურიდან რომ მოასვენეს, მთელი სანათესაო იქ ვიყავით. პოლიციასთან ერთად შევთანხმდით, რომ ორი დღე იქ დავასვენებდით, შემდეგ კი გადმოვასვენებდით ხობში. მკვლელებს ჩემს შვილს არ დავუტოვებ“, – აღნიშნა გოჩა ნადარეიშვილმა.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: Livepress.ge

დაწერე კომენტარი