“თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ტელეფონი ჩავრთე და წარმოუდგენელი ამბავი დამხვდა..”

რურუა-წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

იშვიათად ვწერ პირად ემოციებზე,მაგრამ ახლა ამას ვაკეთებ..ზუსტად იმ დღეს წამოვედი საქართველოდან,როცა ნიკა რურუა გარდაიცვალა.. თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ტელეფონი ჩავრთე და წარმოუდგენელი ამბავი დამხვდა..როგორ?რატომ? რა მოხდა? ეს კითხვები იყო დიდ გულისტკივილთან ერთად.
ნიკუშას ბავშვობიდან ვიცნობდი.ერთ უბანში გავიზარდეთ, ჩვენი მამები ახლო მეგობრები იყვნენ. ჩვენს შორისაც მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა იყო ყოველთვის, პოლიტიკაშიც და პოლიტიკის მიღმაც.
მიხაროდა ,რომ ბევრი რამ მის ცხოვრებაში სასიკეთოდ შეიცვალა. ბევრი იშრომა და ბევრს მიაღწია..ურთულესი წლები ერთად გავატარეთ პარლამენტში. ყოველთვის გამოარჩევდით ღირსეული ქცევით,მოვლენების საინტერესო და სწორი ხედვით, რაც მთავარია თავისი ქვეყნის სიყვარულით.იცოდა გულშემატკივრობა და გულწრფელი თანადგომა. მისი მინისტრობისას გაკეთებული საქმეები შემორჩება თაობებს..ამ დღეებში ვაპირებდი მასთან დალაპარაკებას ერთ პროექტზე, რომელსაც ის ძალიან დაეხმარა. ცოტა ხანში პრეზენტაციას ვგეგმავდით,მინდოდა მოსულიყო და მონაწილეობა მიეღო, საჯაროდაც მადლობა მეთქვა მისთვის. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი…
ძალიან მიმძიმს, რომ ამ დღეებში არ ვარ თბილისში და ასე გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს , ასე ვუსამძიმრებ დედას ,გიორგის, მის შვილებს ,უამრავ ახლობელს და ვემშვიდობები მეგობარს…

პოპულარული

„აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური“ - მამუკა ბახტაძე პანკისის მოვლენებზე
„დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა, ესაა ფაქტი“ - გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე
„ჰკითხეთ შს სამინისტროს სწორად დაიგეგმა თუ არა ოპერაცია პანკისში“ - გრიგოლ ლილუაშვილის განმარტება
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
"დიდი გამარჯვებები და ხელისუფლების ცვლილება ზუგდიდიდან დაიწყება" - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში იმყოფებოდნენ
ბრიტნი სპირსის პირველი ფოტოები ფსიქიატრიულში მკურნალობის შემდეგ (ფოტოები)
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
ივანიშვილი პრემიერის კანდიდატურას ამ დღეებში დაასახელებს - დიდი ცვლილება მთავრობაში
შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს დანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის 3 შვილი ემსხვერპლა
დაწერე კომენტარი